ტრადიციული
საბაზისო
ოპტიმალური არჩევანი
KASHO Migiwa თმის შეჭრის მაკრატელი, ოფსეტ, მბრუნავი რგოლით
თმის შეჭრის მაკრატელი
სახელურის ფორმა: ოფსეტ
ფოლადი: 9Cr18
ხრახნის სისტემა: ბრტყელთავიანი ხრახნი
- ტალღოვანი თითის საყრდენი
- მბრუნავი ცერის რგოლი
მიწოდება საქართველოში მომდევნო სამუშაო დღეს
ბრენდის გარანტია, ზოგიერთ მოდელზე - უვადო
გამოყენებული მაკრატელი უკან არ ბრუნდება. დაბრუნების პირობები
KAI-ის ავტორიზებული დილერიKASHO-ს ოფიციალური დილერი საქართველოშიაღწერა
KASHO Migiwa – თმის შეჭრის მაკრატელი ოფსეტ სახელურით, ტალღოვანი თითის საყრდენით და მბრუნავი ცერის რგოლით. ცერის რგოლი ბრუნავს და შეჭრისას ცერის მოძრაობას მიჰყვება. ოფსეტ ფორმა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ სწორი მხრებით და დაშვებული იდაყვით, მაჯის ნაკლები მოძრაობით.
მახასიათებლები
| სიგრძე | 5.5″, 6.0″ |
|---|---|
| სახელურის ფორმა | ოფსეტ |
| ფოლადი | 9Cr18 |
| ხრახნის სისტემა | ბრტყელთავიანი ხრახნი |


სერია
Migiwa
Migiwa – თმის შეჭრის მაკრატლების ხაზი, რომელიც იაპონიაში შეიმუშავა კომპანია KAI-მ, KASHO-ს მწარმოებელმა. იაპონურად migiwa ნიშნავს „ნაპირს“ – ხაზს, სადაც წყალი ხმელეთს ხვდება. ამ იდეას იმეორებს სახელური: რბილად მოხრილი, თითქმის ტალღისებრი ფორმა, რომელშიც ხელი შეჭრისას სტაბილურად და საიმედოდ დგას.
სერიაში ოთხი ვერსია და შვიდი მოდელია: ოფსეტ თმის შეჭრის მაკრატლები მემარჯვენეებისა და ცაციებისთვის, 5.5″ და 6.0″ სიგრძით, Swivel მაკრატლები მბრუნავი ცერის რგოლით და ტექსტურირების მაკრატელი 35 კბილით.
პირები დამზადებულია 9Cr18 უჟანგავი ფოლადისგან, დაჭიმვა რეგულირდება ბრტყელთავიანი ხრახნით. Migiwa ჩვენს ასორტიმენტში KASHO-ს ყველაზე ხელმისაწვდომი სერიაა: KASHO-ს სხვა სერიების უმეტესობა მზადდება VG-10W, VG-10, ATS314, V10 ან SG2 ფოლადისგან.
