BeautyCultureGeo, ჩვენ ვართ პროფესიონალური ხელსაწყოების მაღაზია, რომლებსაც სტილისტები უკვე წლებია ენდობიან!
იაპონური 🇯🇵 და ევროპული ბრენდების ორიგინალი პროდუქცია სტილისტებისა და ბარბერებისთვის, საქართველოდან გაუსვლელად.
BeautyCultureGeo სილამაზის ინდუსტრიაში 22 წელზე მეტი გამოცდილების მქონე გუნდმა შექმნა. საქართველოში თავად ვატარებთ თმის შეღებვის მასტერკლასების ორგანიზებას და ზუსტად ვიცით, რა სჭირდება სტილისტს წარმატებული მოღვაწეობისთვის.
გახლავართ KASHO-ს, S•HEART•S-ის, WINGS-ის, SINELCO International-ისა და TAKARA BELMONT-ის ოფიციალური წარმომადგენლები ამიერკავკასიაში.
რატომ ჩვენ
✔ მხოლოდ ორიგინალი. პროდუქცია პირდაპირ მწარმოებლებისგან, ოფიციალური გარანტიით.
✔ განვადება. შეიძინეთ ახლავე, გადაიხადეთ ნაწილ-ნაწილ.
✔ ექსპერტის რჩევა. შეგირჩევთ ხელსაწყოს თქვენი ტექნიკისა და ბიუჯეტის მიხედვით.
✔ მიწოდება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
ასორტიმენტი
- პროფესიონალური მაკრატლები და სავარცხლები
- ფენები, თმის უთოები და სახვევები („პლოიკა“)
- საკრეჭი მანქანები და ტრიმერები ბარბერებისთვის
- სამუშაო აქსესუარები და ინვენტარი
- პრემიუმ კლასის იაპონური და იტალიური სავარძლები და დასაბანები
სალონებისა და კომპანიებისთვის
აღჭურავთ გუნდს ან ხსნით ახალ სალონს? შემოგთავაზებთ სპეციალურ ფასებს და გამოგიწერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. სალონის ავეჯს ვარჩევთ ინდივიდუალური კონსულტაციით, სივრცის, სტილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
სალონის ხარისხი სახლშიც
პროფესიონალურ ფენს, სავარცხელს თუ სტაილერს პირადი მოხმარებისთვისაც შეგირჩევთ.
📍 სათაო ოფისი: თბილისი
🚚 კურიერით მიწოდება მთელ საქართველოში
💳 ფასები მითითებულია დღგ-ს ჩათვლით
არ იცით, რომელი აირჩიოთ? მოგვწერეთ და უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას.
რჩეული პროდუქცია
მიწოდება და გადახდა
თბილისში – გადაცემა შეთანხმებით ან თვითგატანა, რეგიონებში – საკურიერო მიწოდება. მიწოდება უფასოა 770 ₾-დან. გადახდა საბანკო გადარიცხვით.
დაბრუნება და გადაცვლა
როგორ დააბრუნოთ ან გადაცვალოთ ნივთი, როდის ბრუნდება თანხა და რომელი პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას.
კონტაქტი
კითხვები ხელსაწყოზე, შეკვეთაზე ან საბითუმო პირობებზე – მოგვწერეთ.